ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მათი ერთადერთი გეგმა გამარჯვებაა.
“პრაქტიკამ გვაჩვენა, თუ ჩვენი მისწრაფებები არის ევროატლანტიკური, დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ, დიახაც, ცივილიზაცია და დასავლური დემოკრატია მუშაობს ერთიანობით და მრავალფეროვნებით და ეს გვინდა. ამ ყველაფრის დიახაც პიონერებიც გვინდა ვიყოთ, გვიხარია, რომ კოლეგა ოპოზიციური პარტიის ლიდერს და თანამებრძოლს დღეს ეს კომპლექსი აღარ აქვს. ეს არის გზავნილი, რომელიც მინდოდა ყველა ოჯახში შესულიყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.