LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავალთ რეფერენდუმზე და დავამარცხებთ “ოცნებას”, იძულებული იქნება, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს: მელია

61
ნიკა მელია 2

“ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის, ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის და უკვე დამარცხებული “ქართული ოცნების გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობი” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი სიტყვა არავინ არ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებული, რომელიც არჩევნებთანაა მიმართული, რადგან ეს არის “ქართული ოცნების” ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს.

ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს

“ჩვენ გავალთ ამ რეფერენდუმზე და ჩვენ დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას” და ის იქნება იძულებული, ჩაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ მას ნაკლებად ვკითხავთ, ჩანიშნავს თუ არა არჩევნებს, რადგან ამ არჩევნებს ჩანიშნავს ქართველი ხალხი”, – თქვა მელიამ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” და ოლიგარქია უნდა ჩაბარდეს წარსულს და ეს მმართველმა პარტიამ გუშინ თავად აღიარა:

“არანაირი ძალა არ აქვს “ქართული ოცნების” სურვილს, გამოვიდეს დაწესებული 43 %-იანი ბარიერის ვალდებულებიდან, ეს არის აბსოლუტურად ამაო ფაფხური. გუშინ “ქართულმა ოცნებამ” დატოვა დასავლური სივრცე და, პრაქტიკულად, აღიარა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი, მან გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ”, – განაცხადა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები