LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამომძიებელი: ტელეფონები იმიტომ არ ამოვიღეთ, რომ მოზარდებს საშუალება მივეცით ინფორმაცია გაეცვალათ

144

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტში მონაწილე პირების ტელეფონები იმიტომ არ ამოვიღეთ, რომ მოზარდებს საშუალება მივეცით ინფორმაცია გაეცვალათ, რომ შემდგომ ჩვენ ამ ინფორმაციას გავცნობოდით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა, ირაკლი ფიფიამ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იყო გამოძიების ტაქტიკა, ტელეფონები მოგვიანებით ამოიღეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს.

“ის, რომ პირველივე დღეებში არ ამოვიღეთ ინციდენტში მონაწილე პირების მობილური ტელეფონების აპარატები, მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების ტაქტიკით იყო გამოწვეული. უმრავლესობა არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ამიტომ შევიმუშავეთ ტაქტიკა, რომ დავუტოვებდით მობილური ტელეფონების აპარატებს, შესაძლოა გაეცვალათ რაღაც სახის ინფორმაცია, რომელიც შემდეგ გამოძიებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი და საინტერესო, რის შემდეგაც იქნებოდა ამოღება. ასეც მოხდა. ამოვიღეთ მობილური ტელეფონების აპარატები, დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა, აღდგა წაშლილი ინფორმაციის გარკვეული ნაწილიც, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ სასამართლოში იქნა წარდგენილი“, – განაცხადა გამომძიებელმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები