LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია რომ დღესაც ყოფილიყო თქვენი პრემიერი და იძულებული არ გამეხადა, გადამდგარიყო, ნებისმიერი დაუკრავდით ტაშს, ეს არის თქვენი რეალური სახე: ნიკა მელია უმრავლესობას

62
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართავს და აცხადებს, რომ „გახარია რომ დღესაც ყოფილიყო პრემიერი და იძულებული არ გაეხადა თანამდებობიდან გადამდგარიყო, ქართული ოცნებიდან ნებისმიერი დაუკრავდა ტაშს“. მელიას განცხადებით, ეს ქართული ოცნების რეალური სახეა.

მელიას რჩება „შთაბეჭდილება, რომ ქართული ოცნების ლიდერებს თავიანთი თავის არსებობისაც არ სჯერათ“.

„ამ დარბაზში რამდენჯერმე მომეცა საშუალება თქვენც უახლოეს მეგობართან მქონოდა პოლიტიკური დებატები, საკმაოდ მწვავე დებატები იყო გიორგი გახარიასთან. კარგად მახსოვს, როგორ გამალებით იცავდით მას. ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი არა ერიდებოდით ჩემთან მის გამო.

დღეს გახარიას უძღვნით პასკვილებს, მას დებთ პოლიტიკურ მიწაში, აბრალებთ ყველაფერს. ის ცალკე საკითხი, რაც მას „იმედმა“ მიუძღვნა. გამოჩნდა, მართლაც რამხელა ნეპოტისტური ქსელი ჰქონია ამ ადამიანს. ის რომ დღესაც ყოფილიყო თქვენი პრემიერი და იძულებული არ გამეხადა, გადამდგარიყო, ნებისმიერი თქვენგანი ხმას ამოიღებდით? ნებისმიერი თქვენგანი კვლავ ტაშს დაუკრავდით ამ ადამიანს. ეს არის თქვენი რეალური პოლიტიკური სახე. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენი თავის არსებობისაც კი არ გჯერათ. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც შემთხვევით, დროებით აღმოჩნდით ხელისუფლებაში, წარმოადგენთ კლეპტოკრატ ადამიანთა წრეს, რომელიც ემსახურება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას“, – განაცხადა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები