LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძლევთ გარანტიას, რომ ჩავატარებთ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, ღია, თავისუფალ არჩევნებს და ჩვენი პარტია დამაჯერებლად გაიმარჯვებს: პრემიერ-მინისტრი

71
garibashvili5

„მე და მთლიანად ჩვენი გუნდი, მთავრობა გაძლევთ გარანტიას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებულები, ჩავატარებთ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, ღია, თავისუფალ არჩევნებს და ჩვენი პარტია დამაჯერებლად გაიმარჯვებს,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მისი ანგარიშის დასრულების შემდეგ, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის პესიმისტური გამოსვლები პარლამენტში ემსახურება იმას, რომ პოზიტიური მოლოდინი შეცვალონ და შეაფერხონ.

„რაც შეეხება ეკონომიკის აღდგენას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის დიდი ოპტიმიზმის მომცემია ის ფაქტი, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილის თვეში, ჩვენ გვქონდა 45%-მდე ზრდა, მაისის თვეში, ველოდებით მინიმუმ 25%-იან ზრდას, რაც ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

ეს ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმით, მათ შორის, ბატონ რომანს კარგად ესმის, ეს რას ნიშნავს. მათი ეს პესიმისტური გამოსვლები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ რამენაირად ეს პოზიტიური მოლოდინები შეცვალონ და შეაფერხონ.

ამას ემსახურებოდა არმაზის, ამ ბუმბერაზი ადამიანის ნათქვამი, რომ ჩვენ, მთავრობა თურმე ვამზადებთ თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებას. ეს ემსახურება კიდევ იმას, რომ შეიქმნას არასტაბილურობის განცდა,“- განაცხადა პრემიერმა.

„ნაცმოძრაობამ“, სააკაშვილის მთავრობამ, შემოაბრუნა რუსული ჯარი, რითაც მათ ქვეყნის ოკუპაცია დააკანონეს: ირაკლი ღარიბაშვილი

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები