ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე, მერობის კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას წარადგენს.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატურაზე მელიას მხარს, მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე და დიდი ალბათობით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დაუჭერენ.
წყაროს ცნობით, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მერობის კანდიდატურის წარდგენა, პარასკევს, 23 ივლისს, საღამოს 21:00 საათზე გაიმართება.