აღნიშნულით უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, რომ მოსამართლეები - „მურუსიძე და ჩინჩალაძე სისტემის მსხვერპლი იყვნენ“.
„მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის ადამიანი [ირაკლი ღარიბაშვილი], რომელიც მოწყვეტილია რეალობას. საერთოდ არ იცნობს ხალხის საჭიროებებს და ლაპარაკობს მილიონერ მამაზე“.
„ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად ლეგალური ბიზნეს საქმიანობა. თუ ამის შესახებ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ"