LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიგურალურად რომ ვთქვათ, ტელევარსკვლავმა კრიტიკული მედიის ცაზე უბრალოდ ადგილი შეიცვალა – ნიკა მელია ვანო ჯავახიშვილის გუნდს მხარდაჭერას უცხადებს

110
ნიკა და ვანო

„ნებისმიერი არხს, ბრენდს, კომპანიას ქმნიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ- ბრენდის იდეასა და იდენტობაზე.“ – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ვანო ჯავახიშვილის გუნდის „ტვ პირველში“ გადასვლის თემას.

მისი თქმით, თუ კარგად გავიაზრებთ, ტრაგიკული არც არაფერი მომხდარა.

„რაც არ უნდა მტკინეული იყოს ვანო ჯავახიშვილის და მისი გუნდის წასვლა გინდა „მთავარი არხისთვის“, რომელსაც წარმატებებს და გამძლეობას ვუსურვებ და გინდაც მისი ერთგული მაყურებლისთვის, ამ გუნდის ასე ერთი ხელის მოსმით გაწირვა, მოღალატედ გამოცხადება, სალანძღავი ეპითეტებით შემკობა და შეურაცხმყოფელი იარლიყების მიკვრა – რბილად რომ ვთქვათ გამაოგნებელია!

ნებისმიერი არხს, ბრენდს, კომპანიას ქმნიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ- ბრენდის იდეასა და იდენტობაზე.
მათ მადლობას უნდა ვუხდიდეთ გაკეთებული საქმისათვის და წარმატებას ვუსურვებდეთ, როდესაც საქმიანობის ერთი თავი იხურება და ახალი იწყება.
არადა, თუ კარგად გავიაზრებთ, ტრაგიკული არც არაფერი მომხდარა – გუნდმა ერთი კრიტიკული ტელეარხიდან, მეორე, ასევე კრიტიკულ ტელეარხზე გადაინაცვლა.

ფიგურალურად  რომ ვთქვათ, ტელევარსკვლავმა კრიტიკული მედიის ცაზე უბრალოდ ადგილი შეიცვალა, მშრალად რომ ვთქვათ – პროფესიონალებმა სამსახური შეიცვალეს, მოქალაქეობრივი მრწამსის შეუცვლელად. სულ ესაა.
ჩემი მხარდაჭერა – ვანო ჯავახიშვილსა და მის გუნდს.“ – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

„წარმატებას ვუსურვებ “ვანოს შოუს” „ტვ პირველზე“… დღეს ოპოზიციური არხები ერთი მთავარი მიზნისთვის ვიბრძვით” – ეკა კვესიტაძე

„მთავარ არხზე“ ხშირად ანაზღაურების გარეშე მუშაობენ და მაინც არ ტოვებენ კომპანიას“ – „მთავარი არხი“ „ვანოს შოუს“ გუნდის TV პირველზე გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნოდარ მელაძე ვანო ჯავახიშვილს გამოექომაგა: „ადამიანები უმიზეზოდ არ მიდიან იმ ტელევიზიიდან, რომლის აშენებაშიც დიდი როლი ითამაშეს!..“

“ეთერის გარეშე მათი დარჩენა იქნებოდა ჩემი პირადი ტრაგედია, რაც ამ კაცს და მის გუნდს აქვს გაკეთებული ამ ქვეყანაში, საკუთარი გადაცემებით, სხვას არავის! არც დაიკვეხნოს არავინ” – ინგა გრიგოლია ვანო ჯავახიშვილზე

„სრული უნამუსობა და ბოროტებაა“ – ვანო ჯავახიშვილი „მთავარი არხის“ განცხადებას ეხმიანება

მიხარია რომ ვანოს შოუ სატელევიზიო სივრცეში იქნება. სხვანაირად არც შეიძლებოდა: ნანუკა ჟორჟოლიანი

თამუნა ლეკვეიშვილი: „რა ამბავი ატყდა, „იმედზე“ ხომ არ გადავსულვართ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები