LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საზღვრებზე კონტროლი მკაცრდება

70

ევროკავშირი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს. გამოცემა „Deutsche Welle”-ს ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ სხდომაზე გადაწყდა, რომ ევროპის ქვეყნებში შესული მოგზაურების პირად მონაცემებს უფრო მკაცრად გადაამოწმებენ და ამაში მათ ელექტრონული ბაზა დაეხმარებათ. ამიერიდან, დამატებითი კონტროლის გავლა მოუწევთ, როგორც შენგენის ვიზის მქონე, ასევე უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე ადამიანებს. გამონაკლისი კი მხოლოდ იმ შემთხვევებში დაიშვება, როდესაც შემოწმების პროცესი საზღვარზე რიგებს და დამატებით სირთულეებს შექმნის.

ევროკავშირში დარწმუნებულნი არიან, რომ სიახლე არალეგალურ მიგრაციასა და ტერორიზმთან საბრძოლველად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად მგზავრებს მხოლოდ ქვეყანაში შესვლის დროს ამოწმებენ, ახალი დადგენილებით კი კონტროლი შენგენის ზონის დატოვებისას კიდევ უფრო მკაცრი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები