LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტში 705 პარლამენტარია და მგონია, დერეფანში რომ გავაჩერო და ვკითხო, რომელია საქართველოს დედაქალაქი, ბევრი მათგანი ვერ მიპასუხებს: მარინა კალიურანდი

61
1581603428-Kaljurand-47548-014-UbCH3YM9

“ევროპარლამენტში 705 პარლამენტარია და მგონია, დერეფანში რომ გავაჩერო და ვკითხო, რომელია საქართველოს დედაქალაქი, ბევრი მათგანი ვერ მიპასუხებს”,-ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა განაცხადა. ინფორმაციას „კვირის პალიტრა“ ავრცელებს.

მისი თქმით, დღეს ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისთვის და რომელიმე ქვეყნისთვს კარის გაღებისთვის, თუმცა ამავდროულად, საქართველო მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს მეტი უნდა ესაუბროს.

„ამაზე საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, როგორც იმ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების­ საკითხებზე მუშაობს. როგორც საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეგობარი და გულშემატკივარი, გპირდებით, რომ ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში დარჩება. ამავდროულად, ვფიქრობ, ქართველ ხალხს მცდარი მოლოდინი არ უნდა შევუქმნათ. მაგალითად, გავიხსენოთ უვიზო რეჟიმის მიღება – თქვენ უფრო ადრე იყავით ამისთვის მზად, ვიდრე უკრაინა, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო საქართველოს მოუწია, უკრაინას დალოდებოდა. ასეთია რეალობა­ – თქვენ მზად იყავით, მაგრამ ლოდინი მოგიხდათ, რადგან პოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობდა. ასეთივე დამოკიდებულებაა გაფართოების საკითხისადმი. ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, თქვენი­ მეგობრები ვართ, ჩვენთან საქართველოს წარდგენა არ სჭირდება. ჩემი რჩევა იქნება, მეტი ესაუბროთ თქვენს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, მის უფლებას, თავად გადაწყვიტოს, რომელი ორგანიზაციის წევრობა სურს, მაგრამ მეორე მხარეს არის რეალობა, რომლის აღქმა ემოციების გარეშე უნდა შეგვეძლოს. დღეს ევროპარლამენტი და, საერთოდ, ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისთვის, იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე­ ქვეყანას კარი გაუღოს”,- განაცხადა კალიურანდმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები