LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გასაჯაროვდება: საგარეო საქმეთა მინისტრი

105
Untitled design (1)

ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი, რომელიც საქართველომ მიიღო – გასაჯაროვდება.

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს:

“ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დოკუმენტის მისამართით ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.

თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს ეძლევა 1 თვის ვადა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იგეგმება მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე.

კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.