LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში იმ ქვეყნის მოქალაქეები იმოგზაურებენ, სადაც ყოველ 100 ათას მოქალაქეზე კორონავირუსის 25-მდე შემთხვევაა

87
A5CG80 People in the queue for european passport holders at a British airport

ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნებიდან ვიზიტორებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ბლოკის ელჩებმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოდან, მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი ზომები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეათანხმეს. გაიდლაინების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა შეზღუდვების გარეშე, ვიზიტორები მხოლოდ მკაცრი კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა მიიღონ.

ევროკავშირში მოგზაურობა კიდევ უფრო გართულდა - რეგულაციები გამკაცრდა

EU-ს არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს ტესტის პასუხთან ერთად შესაძლოა, მოუწიოთ 14-დღიანი კარანტინის გავლა

როგორც The Guardian წერს, ვიზიტორი უნდა იყოს ისეთი ქვეყნიდან, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ყოველ 100 000 მოქალაქეზე კორონავირუსის 25-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, სამგზავრო შეზღუდვები სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს იმ ქვეყნებისთვის, სადაც კორონავირუსის ახალი ვარიანტებით ავადობის მაღალი კოეფიციენტი ფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები