ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
CNN-ის ცნობით, მემორანდუმზე ხელმოწერის შესახებ ევროკავშირის ვაჭრობის კომისარმა ვალდის დომბროვსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, ეს არის ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთი ჟესტი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას გამარჯვებაში, აღდგენასა და ევროპული მომავლის განხორციელებაში.
შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება დაამტკიცა.