LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

58
1

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ქვეყანას ეკონომიკურ სანქციებს კიდევ 6 თვით უხანგრძლივებს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს. დაწესებული სანქციები 2022 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე წლის 24-25 ივნისის სხდომაზე მინსკის შეთანხმების შესრულების მდგომარეობა შეაფასეს:

“ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, სრულად აიღოს პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების უზრუნველყოფაში, რაც ევროკავშირის პოზიციის შეცვლის მთავარი პირობაა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ შეთანხმებებს რუსეთი სრულად არ ასრულებს, ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად გადაწყვიტეს, გაახანგრძლივონ ეკონომიკური სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რას კრძალავს სანქციები

?  ზღუდავს ევროკავშირის პირველადი და მეორადი კაპიტალის ბაზრებზე რუსული ბანკებისა და კომპანიების შესვლას;

?  კრძალავს რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების მიმართ გარკვეული ფინანსური დახმარების გაწევას;

?  სანქციები კრძალავს თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული მასალების პირდაპირ ან არაპირდაპირ იმპორტს და ექსპორტს;

?  ზღუდავს რუსეთში სამხედრო გამოყენებისთვის, ორმაგი დანიშნულების საქონლის შეტანას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური სანქციების გარდა, ევროკავშირმა მიიღო სხვადასხვა სახის ზომები, მათ შორის დიპლომატიური, , ინდივიდუალური (მოგზაურობის შეზღუდვა და აქტივების გაყინვა) და ასევე ყირიმთან და სევასტოპოლთან ეკონომიკური ურთიერთობების სპეციფიკურ შეზღუდვებს.

შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები პირველად 2014 წელს, ყირიმის ანექსიის და დონბასში მალაიზიური “ბოინგის” ჩამოგდების შემდეგ მიიღეს.

2014 წლის ბოლოს სანქციები გამკაცრდა, 2015 წელს კი შეზღუდვები რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების შესრულებას დაუკავშირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები