LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდკლინიკებს სამედიცინო ინვენტარს გადასცემს

65
ეუროოოოოკ

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მაჩიე ჩურა ეწვივნენ ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო), რათა გადასცენ კლინიკას 10 სამედიცინო ვენტილატორი და 1 000 ერთეული დამცავი საშუალება COVID-19-ის მძიმე ფორმების მქონე პაციენტთა მკურნალობისა და მოვლისთვის.

აღნიშნული დახმარება, ევროკავშირისა და ჯანმო-ს ერთობლივი მხარდაჭერის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც რეგიონის მასშტაბით მნიშვნელოვანი ოდენობის სამედიცინო მასალების მიწოდება უკვე განხორციელდა. მათ შორის, საქართველოს 1,8 მილიონ ერთეულზე მეტი პირადი დაცვისა და სამედიცინო დანიშნულების აღჭურვილობა გადაეცა, როგორიცაა საიზოლაციო ხალათები, დამცავი სათვალეები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო ნიღბები, რესპირატორები და სხვა. ინიციატივის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრენინგების სერია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით. ინიციატივის მიზანია COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისზე ეფექტური რეაგირების ხელშეწყობა და საქართველოში ჯანდაცვის სექტორის ზოგადი მზადყოფნის გაძლიერება.

 

ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს გაუმკლავდეს COVID-19 პანდემიას. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს.

 

გარდა ამისა, ევროკავშირი და ევროპის გუნდი, მათ შორის ევროკომისია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან COVAX-ის პლატფორმისა, რომლის საშუალებითაც საქართველო მიიღებს პირველ ვაქცინებს. ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა განაცხადეს პლატფორმისთვის 870 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის თანხის გამოყოფის შესახებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები