LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში მოსკოვის მერი და რამდენიმე რუსი მსახიობიც მოხვდა

184
ipiccy_image (1)

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტით, ევროკავშირმა შეზღუდვები 57 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.

სანქცირებულ ფიზიკურ პირებს შორის არიან მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიხმანოვი, კემეროვის ოლქის გუბერნატორი სერგეი ცივილევი, ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლიოვი, რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარების მთავარსარდალი ვიქტორ სტრიგუნოვი, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა, მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი და მსახიობი ვლადიმირ მაშკოვი. გარდა ამისა, სასანქციო სიაში მოხვდნენ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ნათესავები.

რაც შეეხება ორგანიზაციებს, სანქციების ქვეშ აღმოჩნდა: რუსული ბანკი „სბერბანკი“, სამეცნიერო-საწარმოო ასოციაცია “კვანტი”, პუტინის მომხრე ბაიკერთა კლუბი Night Wolves და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები