ევროკავშირის 25 ქვეყნის ლიდერმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის აქტს მოაწერა ხელი.
“მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის”, ე.წ. პესკო-ს პროგრამის ძალაში შესვლა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე ოფიციალურად დაადასტურეს.
პროგრამა ევროკავშირის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უშიშროებისა და თავდაცვის სფეროში, საერთო თავდაცვითი შესაძლებლობების ხელშეწყობას და ერთობლივ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას გულისხმობს.
მონაწილე ქვეყნები ერთობლივ პორექტებზე მუშაობას მომავალი წლიდან დაიწყებენ.