LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი რუსეთის ემბარგოსგან დაზარალებულ ფერმერებს დაეხმარება

78

ევროკომისიასა და ევროპარლამენტს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის 2016 წლის ბიუჯეტი 155 მილიარდი ევრო იქნება. მომავალ წელს ევროკავშირი აპირებს 689 მილიონი ევროთი ევროპელ ფერმერებს დაეხმაროს და იმპორტზე რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს უარყოფითი შედეგები დაუბალანსოს. ამასთან, 2 მილიარდი ევროს დახარჯვა იგეგემება არაევროკავშირის ქვეყნებიდან მიღებული ლტოლვილების გადაუდებელი დახმარებისთვის. აგრეთვე, ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
რაც შეეხება 2013 წელს მიღწეულ შეთანხმებას ევროკავშირის ინსტიტუციებში 2013-2017 წლებში თანამშრომელთა 5%-ით შემცირების შესახებ. ევროპარლამენტში პირობა დადეს, რომ ამ ვალდებულებას 2019 წლამდე შეასრულებენ. მიღწეულ კომპრომისს ბიუჯეტთან დაკავშირებით ევროკომისია 24 ნოემბერს დაამტკიცებს, ევროპარლამენტი კი 25 ნოემბერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები