LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს სტრასბურგის გადაწყვეტილების სათანადო შესრულება

78
BeFunky-collage (2)

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აგვისტოს ომის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება.

„21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორისი დავის შესახებ, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს ეხება. გადაწყვეტილება მკაფიოდ ადგენს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე და დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი მუხლები.

არის თუ არა ევროპული განაჩენი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსი - როგორ უნდა მოიქცეს საქართველო

„რუსეთმა ისე „წაიკითხა დოკუმენტი“, როგორც „კითხულობს“ ხოლმე. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა".

სამართლის აღსრულება და ანგარიშვალდებულება კონფლიქტის გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია და ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება.

ევროკავშირი სრულად ერთგულია კონფლიქტის გადაჭრის, რაც ასევე მოითხოვს ძალისხმევას, რათა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობას პასუხი გაეცეს. ევროკავშირის ამას აკეთებს მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით და გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც ადგილზე იმყოფება.

ევროკავშირის ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირება შესრულებულია – 12 წლიან დავაში საქართველომ გაიმარჯვა: იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილების დეტალებზე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები: აშშ – ის საელჩო