LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი განაგრძობს კიევის დახმარებას – მალე, უკრაინის მთავრობისა და ხალხისთვის 1 მილიარდი ევრო გადაირიცხება

59
Ukrainian Flag is raised at the EP building in Brussels

ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად, ხელი მოაწერა მემორანდუმს მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანშის 1 მილიარდი ევროს ოდენობის გაცემის შესახებ. ამის შესახებ Twitter-ზე ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა დაწერა.

„ევროკავშირის სახელით უკრაინასთან გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რათა უზრუნველყოს მაკროფინანსური დახმარება 1 მილიარდი ევროს ოდენობით, საგანგებო დაფინანსების სახით. ეს თანხა გადაირიცხება ივლისის ბოლოს უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად” , – დაწერა დომბროვსკისმა.

მისივე თქმით, ახლა უკრაინის ეკონომიკა საომარ მდგომარეობაშია და ევროკავშირი განაგრძობს კიევისთვის დახმარების აღმოჩენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები