ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, განაცხადა, რომ „ევროკავშირისთვის არაფერი იცვლება. ესპანეთი ჩვენს ერთადერთ პარტნიორად რჩება“.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ „არავინ აღიარებს კატალონიის დამოუკიდებლობას“.
განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.
„აშშ-ს დიდი მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ნატო-ს ფარგლებში ჩვენს მოკავშირესთან, ესპანეთთან. კატალონია ესპანეთის განუყოფელი ნაწილია და აშშ მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ გადადგმულ საკონსტიტუციო ზომებს, რათა ესპანეთი ძლიერი და ერთიანი დარჩეს,“ – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
კატალონიის პარლამენტმა გუშინ კენჭი უყარა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას. კატალონიის დამოუკიდებლობას კატალონიის პარლამენტის 70 წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10 წევრი წინააღმდეგ წავიდა.
გუშინვე, ესპანეთის სენატმა ესპანეთის მთავრობის ინიციატივა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებაზე დაამტკიცა, რაც კატალონიისთვის ავტონომიის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.