LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი ჩეხეთს დაფინანსების შეჩერებით ემუქრება

52
ევროკავშირის დროშა

ევროკავშირი ჩეხეთს დაფინანსების შეჩერებით ემუქრება. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, დაფინანსების შეჩერება ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის გარშემო აგორებულ სკანდალს უკავშირდება.

ევროკომისიაში ამბობენ, რომ ბაბიში არასათანადოდ იყენებდა ევროკავშირის დაფინანსებას და გარკვეული შეთანხმებებიდან სარგებელს უკანონოდ იღებდა, რაც ინტერესთან კონფლიქტს წარმოადგენს.

ამის გათვალისწინებით ევროკომისია იძულებული გახდა, გამოექვეყნებინა რეკომენდაცია, სადაც ჩეხეთის მიერ ევროკავშირის დაფინანსების განკარგვაში სისტემური ცვლილებების მოთხოვნით გამოვიდა.

„2017 წელს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო და ქიმიური კონგლომერატი „აგროფერტი“ ორ სატრასტო ფონდს გადააბარა. თუმცა, 2019 წელს ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბაბიში ამ ფონდებზე ზეგავლენის ბერკეტებს ინარჩუნებს.

შედეგად ყველა გრანტი, რომელიც ევროკავშირმა „აგროფერტს“ გადასცა, უკანონოდ არის გაცემული, რადგან იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროკავშირი მოუწოდებს ჩეხეთის ხელისუფლებას, ევროკავშირის დაფინანსების განკარგვის მექანიზმები შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაფინანსება აღარ აღდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები