ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს მიმდინარე საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს
„ევროკავშირი ერთგული რჩება, დაძაბულობის დაძლევაში დაეხმაროს [მხარეებს] და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საკუთარი ჩართულობა განაგრძოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირებებისა და მსხვერპლის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.