LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი ავტორიზებული ვაქცინის ორი დოზით აცრილ ადამიანებს საზღვრებს უხსნის

97
euronews195

სულ მალე ევროკავშირი თავის მიერ ავტორიზებული ვაქცინის ორივე დოზით სრულად აცრილი ადამიანებისთვის და იმ ქვეყნების მოსახლეობისათვის, რომლებიცკორონავირუსის მხრივ უსაფრთხო ქვეყნებად  იქნებიან მიჩნეული, საზღვრების გახსნას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს, რომლის ცნობითაც  ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური ვითარების თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნების სიის შედგენა მიმდინარეობს.

როგორც უსაფრთხო ქვეყნების სიის შედგენაში ჩართული ოფიციალური პირები ამბობენ, ეს პროცესი პარასკევს დასრულდება,  ახალი წესები კი სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან ამოქმედდება, რაც დროულად მიღებული ზომა იქნება ტურიზმის წასახალისებლად, ტურისტული სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

ამ ეტაპზე, ევროკავშირს აღიარებული აქვს 5 კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა:  „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „ჯონსონ & ჯონსონი“, „მოდერნა“ და „სინოფარმი“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები