LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი ამერიკელი ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის

106
europa

ევროკავშირი ამერიკელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ 27 ივნისიდან 8 ქვეყნისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის, კოვიდპანდემიის გამო დაწესებული მოგზაურობის შეზღუდვები გააუქმონ.

საინფორმაციო სააგენტო “აჟან ფრანს პრესი” წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეზღუდვის მოხსნა ასევე შეეხება ტურისტებს ალბანეთიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, სერბეთიდან, ლიბანიდან, ტაივანიდან, მაკაოდან და ჰონგ-კონგიდან.

ცვლილების მიხედვით, ტურისტები აღნიშნული ტერიტორიებიდან ბლოკის წევრ სახელმწიფოებში შესვლას შედარებით გამარტივებული წესით შეძლებენ.

ამის მიუხედავად კი, თითოეული სახელმწიფო მაინც თავად გადაწყვეტს, რა დონეზე შეამსუბუქებს რეგულაციებს, ან დააწესებს თუ არა დამატებით მოთხოვნებს, იქნება ეს კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი თუ სავალდებულო საკარანტინო პერიოდი.

სააგენტოები წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას ოფიციალურად კვირის ბოლოს მიიღებენ.