LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი 8 ქვეყანას ბიუჯეტის გადაჭარბებულ დეფიციტზე აფრთხილებს

74

ევროკომისიის პროგნოზით, ევროზონის 8 ქვეყანა, მათ შორის იტალია, ევროკავშირის წესების დარღვევის რისკის ქვეშაა.

BBC-ის ცნობით, ამ რისკს ბიუჯეტში არსებული გადაჭარბებული დეფიციტი განაპირობებს.

ეკონომიკურ საკითხებში ევროკომისარის პიერ მოსკოვიცის განცხადებით, ევროკომისია გაითვალისწინებს იმას, რომ იტალიას წელს ძალიან დრამატული წელი ჰქონდა.

”ამ დეფიციტის გამომწვევი მიზეზი იტალიის შემთხვევაში, სეისმური აქტივობები გახდა. ამას ევროკომისია აუცილებლად გაითვალისწინებს”, – განაცხადა მოსკოვიცმა.

რისკის ქვეშ არიან ასევე, ესპანეთი და პროტუგალია, რომლებიც ბიუჯეტში არსებული დეფიციტის გამო, ჯერ კიდევ აგვისტოში გააფრთხილეს.

დანარჩენი ხუთი ქვეყანა კი, რომელსაც ევროკომისია აფრთხილებს: ბელგია, კვიპროსი, ფინეთი, ლიტვა და სლოვენიაა.

ევროკავშირის წესების მიხედვით, მისი წევრების ქვეყნების ბიუჯეტის წლიური დეფიციტი 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები