“ერთი ფაქტია კაცებიც არ ჰყავთ, რომ შემოვიდნენ და თუ რამე პერფომანსის დადგმა უნდათ, კაცებმა გააკეთონ. ქალებს უშვებენ უნიჭო, ბანძი, გოიმური პერფომანსების დასადგმელად” – ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სპეციფიური სუნის ნივთიერების დასხმის ფაქტი.
როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, ასეთი “ბანძი” და “გოიმური” ქმედებით “ნაციონალური მოძრაობა” დღეს დამთავრდა.
“ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებითა თუ მოძრაობებით ასეთი ბანძი, გოიმური მოქმედებით დღეს დამთავრდა. არ ვიცი რა ვუწოდო, შეიძლება აღშფოთება გამოითქვას, მაგრამ იმდენად მდაბიო და სასაცილო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ. ამას არც ბავშვობა ჰქვია, არც თამაში, არც პერფორმანსი ამას არაფერი არ ჰქვია. ამას ჰქვია ელემენტარული ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია”, – აცხადებს მდინარაძე.
ფუ, რა სუნია: ვინ მოწამლა ჰაერი პარლამენტში - ბრალი ოპოზიციას ედება
„არ ვიცი მათგან მოდიოდა სუნი თუ ამ ნივთიერებიდან".
მდინარაძე “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პარტიის ორი ქალი წარმომადგენელი გადახვეული შარფებით შევიდნენ საპარლამენტო დარბაზში.
“წინასწარი ვერსია შემიძლია გითხრათ “ევროპული საქართველოს” ორი ქალი შემოვიდა, ერთ-ერთი გადახვეული შარფით ხელში. ამას ყველაფერს დაადგენენ. ახალი ნაოპერაციები და ალერგიული ენძელა მაჭავარიანი ძალიან ცუდად არის, ამაზეც აიღებს პასუხისმგებლობას „სირცხვილია“ თუ “ნაციონალური მოძრაობის” რაღაც დამატება, რომელიც “კმარას” გაცვეთილი მეთოდებით მოქმედებს.”
შეგახსენებთ, პარლამენტის სესიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში საპარლამენტო დარბაზში მძაფრი სუნი დადგა და დეპუტატების ევაკუაცია გახდა საჭირო. უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა. სესიის მონაწილეების გაყვანის შემდეგ ადგილზე სასწრაფო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.