LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული აბსურდი, დღეს არ არის 2007 წელი, როცა იმედში შეიჭრნენ და დაარბიეს: ღარიბაშვილი ტვ პირველზე

72
FORTUNA.GE- (1)

პანიკის და განგაშის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მთავრობა არ აპირებს არც ერთ ტელევიზიაში შესვლას, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა გუშინ, ტელეკომპანია პირველის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ტელევიზიის შესაძლო შტურმზე, მას აბსურდი უწოდა და თქვა, რომ პანიკის და განგაშის საფუძველი არ არსებობს:

“რაც შეეხება ტვ პირველის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე, ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ეს არის აბსურდი. არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან, ეს მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ ჩვენ დღეს ვართ 2021 წელში, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც იმედში შეჭრა და დარბევა მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი დავასრულეთ 2012 წელს, აქედან გამომდინარე პანიკის და განგაშის არანაირი საფუძველი არ არსებობს.” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ, ტვ პირველმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც მათი მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი საუბარობენ.

გუშინ სასამრთლომ პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ამის შემდეგ ტელეკომპანიამ მიიღო განჩინება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

განჩინების წარდგენის შემდეგ მედიასაშუალების წარმომადგენლებმა შესაძლო შტურმზე დაიწყეს საუბარი, რომელიც პროკურატურამ გავრცელებულ განცხადებაში უარყო.

“ტვ პირველში” შეჭრას არავინ აპირებს, ეს არის სიცრუე – პროკურატურა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები