LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! – საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

67
მიხეილ ჯანლეიზე

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას ეხმაურება და წერს, რომ ახლა ერთადერთი სწორი ნაბიჯი ხელახალი არჩევნებია.

“ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა ყველა კარგად ვხედავთ”.- წერს მიხეილ ჯანელიძე.

ცნობისთვის, მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2015-2018 წლებში იკავებდა.

აქვე გეტყვით, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს 15:00 საათზე აქციას გეგმავენ, სამართალდამცავების მობილიზება ხდება. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.

ეს არის კადრები, რომელსაც ვხედავთ პუტინის რუსეთიდან და ლუკაშენკოს ბელარუსიდან, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ: დავით ბაქრაძე

პირობას ვაძლევ ყველაზე რეგვენს, ვინც დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ზიზღის ენას აფრქვევდა, არ დავუშვებთ, რომ საქართველოს თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს: ხატია დეკანოიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები