შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება ნიკა მელიასა და სანდრა რულოვსის მიერ რევოლუციური სცენარის შესახებ გაკეთებულ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს, კალაძის შეფასებით, პარტიაში დაპირისპირებაა.
„გამიჭირდება დაპირისპირებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია. ერთადერთი, რაზეც დგას დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ნიკა გვარამია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბევრი ოპოზიციონერი ამბობს, დავიწყებთ რევოლუციასო და არ იწყება რევოლუცია. მელიას თქმით, სააკაშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, არავის აქვს უფლება, გააკეთოს ერთპიროვნული განცხადება.