LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი პარტია, ვინც თავის პოლიტიკურ კამპანიას ომზე აწყობს „ქართული ოცნებაა“ – ნიკა ობოლაძე

105
219660952_104209861961475_7815767424354420001_n (3)

“ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვინც ახსენებს ომს საქართველოს კონტექსტში და ვინც ამაზე აწყობს თავის პოლიტიკურ კამპანიას ეს არის ქართული ოცნება“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი ნიკა ობოლაძე  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს წინააღმდეგ “არნახული” და “გაუგონარი” ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.

„ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია და მორალური, პრაგმატული პოზიცია უნდა იყოს ის, რომ საქართველო აღმოჩნდეს ღირსების და თავისუფლების მხარეს.

ომით სპეკულირება, რასაც აკეთებს მდინარაძე არის აბსოლუტურად გაუგებარი.

რაც შეეხება იმას, რომ თითქოს საქართველოს ვინმე ებრძვის და ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, ასეთი განცხადებების გაკეთება სპეკულაციებია და არის ქვეყნის ინტერესებით მანიპულირება“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინაში ომის პარალელურად საქართველოს წინააღმდეგ “არნახული” და “გაუგონარი” ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. მან ამ საკითხზე საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დაადანაშაულა და უკრაინის ხელისუფლებაში ამ პარტიის წარმომადგენლების მუშაობაზე საუბრისას ისინი “ომის პარტიის” წევრებად მოიხსენია. მისი თქმით, ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში იქნება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევაზე იქნება ორიენტირებული.

მდინარაძე: უახლოეს დღეებში ვიხილავთ დეზინფორმაციისა და პროვოკაციების ახალ ტალღას – ყველას ვთხოვ, ნუ შეაძულებენ პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ქვეყანას ცივილიზებულ სამყაროს, თან ტყუილებზე დაყრდნობით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები