ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერის არქივში ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი აღმოაჩინა, – აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისივე ინფორმაციით, ეს წერილი აქამდე დაკარგულად ითვლებოდა და მის გამოქვეყნებას ილია ჭავჭავაძე 1866 წელს აპირებდა.
„უდიდესი ამბავი გვაქვს: ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერის არქივში ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი აღმოაჩინა და შეიძინა. ეს წერილი აქამდე დაკარგულად ითვლებოდა – მის გამოქვეყნებას ილია 1866 წელს აპირებდა, მაგრამ ცენზურამ აუკრძალა. ტექსტი მოგვიანებით, უკვე შეცვლილი ფორმით დაიბეჭდა.
ხელნაწერი ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმში დაიდებს ბინას.
შეუფასებელია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელის, ლევან თაქთაქიშვილის წვლილი ამ ისტორიულ საქმეში”, – წერს კეკელიძე.