LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ნათია დუმბაძის ულამაზესი სახლი და ეზო საგურამოში, რომლებიც საკუთარი ხელით დააპროექტა: „ელიავაზე უკვე მცნობენ, ჩვენი დუმბო მოვიდაო…“

19797
ნათია-დუმბაძე

ნათია დუმბაძე მესამე წელია, საგურამოში საქმიანობს – ჯერ მიწა იყიდა, შემდეგ პატარა სახლი ააშენა და ახლა ეზოს კეთილმოწყობით არის დაკავებული.

დიზაინერი არ ჰყოლია და ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა.

როგორც მომღრალი ამბობს, მისი შემოსავლები ბოლო სამი წელია, სწორედ ამ აგარაკის კეთილმოწყობაში მიდის და თანხებს მაქსიმალურად ზოგავს, რომ თავისი მშვენიერი კუთხე კიდევ უფრო გაამშვენიეროს. საბოლოო მიზანი საგურამოში საცხოვრებლად გადასვლაა. ახლაც ხშირად არის იქ. დანარჩენს fortuna.ge-ს თავად უყვება.

ნათია დუმბაძე: 

საგურამოში შევიძინე სამი წლის წინ მიწა. ნელ-ნელა დავიწყე გაკეთება. ჯერ გავასუფთავე ეზო, მერე პატარა ხის სახლი ჩავდგი. მეორე წელს საცურაო აუზი გავაკეთე, წვალებ-წვალებით (იღიმის), ესეც ნელ-ნელა. საცურაო აუზსა და სახლს შორის სივრცე მოვაწყვე ლამაზად. ახლახან კი საცხოვრებელი სახლის გვერდზე გავაკეთე საქეიფო ოთახი, პროექტი ბუხრით იყო, მაგრამ ბუხრის გაკეთება სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვახერხე.

სახლის მოწყობას არცთუ მცირე თანხები სჭირდება. აღნიშნავ, რომ ამ ყველაფერს წვალებით აკეთებ… 

საიდან რა შემოსავალიც მაქვს, ყველაფერი საგურამოში მიმაქვს. ყოველთვის მინდოდა კერძო სახლი მქონოდა, ახლა კი ისე ვარ, რომ ვეღარ ვბრუნდები თბილისში. ამჟამად საგურამოში არ ვცხოვრობ, მაგრამ ხშირად ვარ იქ. ყველაფრის გაკეთებაში თავად ვარ ჩართული.  ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის მოწყობილი. პროექტი არ მქონია, სახლიც მე დავაპროექტე, მეორე სივრცეც, აუზიც და ეზოც.

ეზო ძალიან დიდი კვადრატულობისაა, მაგრამ ნახევარზე ცოტა ნაკლები მაქვს მხოლოდ გაკეთებული. იმდენი რამ სჭირდება ეზოს, რა ვიცი. რასაც ვახერხებ, იმას ვაკეთებ. ამ საქმეს ისე შევყევი, ერთს რომ მოვრჩები, მეორეს გაკეთება მინდება. თუკი საშუალება არ არის, მერე რაღაც გამოსავალს ვეძებ. კარგი მეზობლები მყავს და მეხმარებიან, მაგალითად, ერთ-ერთმა მეზობელმა გაზონი დამიგო და ფულს ეტაპობრივად ვუხდი, მაცდის გადახდას.

ინტერიერის თუ ექსტერიერის დიზაინებს სადმე ნახულობ?

არა, არაფერი მინახავს, მთლიანად ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.

საბოლოო მიზანი საგურამოში საცხოვრებლად გადასვლაა?

ახლაც სიამოვნებით იცხოვრებდი, თუმცა ვერ გადავდივარ საცხოვრებლად ბავშვის გამო, ბაღში რომ დადის, მეც ხშირად კონცერტებს გვიან ვასრულებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოსაა, ღამის ორზე მიჭირს საგურამოში დაბრუნება. ჩემი ცხოვრების რთული რეჟიმიდან გამომდინარე, მთლიანად ჯერ ვერ გადავედი, მაგრამ გაზაფხულიდან იქ ვარ ხოლმე. ერთი დღე რომ არ ჩავდივარ, იქაურობა ძალიან მენატრება. იქაურობა სულ მოსავლელია, საკუთარი სახლის და ამხელა ეზოს მოვლა რთულია. არც მებაღე მყოლია, თითქმის ყველაფერს მე ვაკეთებ. ჩემი ხელით მაქვს ჩარგული ტუიები. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის, რომ თავად ვიღებ მონაწილეობას ამ ყველაფრის შექმნასა და მოვლაში.

ოჯახის წევრებიდან არავინ გეხმარება?

მამაჩემი დამეხმარება ძალიან. საქეიფო სივრცის მშენებლობა მე დავიწყე და მერე მამაჩემს გადავაბარე, მან დაასრულა.

რა მოხდება ამ ოთახში?

გულაობები (იცინის).უკვე იყო კიდევაც, არაერთი…

ორი ზაფხულია, ჩემი გოგოები დადიან, სალომე ბაკურაძით დაწყებული, ყველას ძალიან მოსწონს. გარემოა ისეთი საყვარელი, რომ მოდიხარ, იქიდან წასვლა არ გინდა. ვიკა იყო ბუკია, ერთი ღამე დარჩა. საღამოს რომ წავიდა, მომწერა, ისე ცუდად ვგრძნობ თავს, კიდევ მანდ მინდაო. სიმშვიდეა, სიწყნარეა. მეზობლები კი მყავს, მაგრამ დიდი დასახლება არ არის. საერთოდ, არ ვარ ასეთი ტიპაჟი, სიმშვიდე დიდად არ მიყვარს, ეტყობა, ასაკმაც თავისი ქნა და ბოლო ორი წელია, სიმშვიდეში გაღვიძება და დაძინება საოცარ სიამოვნებას მანიჭებს.

მშენებლობა ახსენე და მასალების შესაძენად თავად დადიხარ ხოლმე?

ელიავას ბაზრობაზე უკვე მიცნობენ. სახლის მილებზეც კი მე დავდიოდი. ჩვენი დუმბო მოვიდაო, ამბობენ ხოლმე, ფასსაც მიკლებენ. ძალიან რთული საქმეა.

აუზის დაპროექტება არ იყო რთული?

არა. დიზაინი, კიბის ჩადგმა, ჩემი იდეით მოხდა. დანარჩენი გამიკეთეს. აუზის მოვლაც ძალიან რთულია, იმდენად ძვირი ჯდება, ატრიბუტიკა ვიყიდე და თავად ვსწავლობ.

ელიავას ბაზრობაზე სიარულით, ალბათ, ეკონომიაც გააკეთე…

მანქანები რომ არ მექირავებინა, ნაყიდ ნივთებს ჩემს მანქანაში ვტენიდი (იცინის). ხომ აღვნიშნე, რომ ეს სახლი წვალებ-წვალებით გავაკეთე, რომ ეკონომიურად გამოვსულიყავი. იმდენი რამ მაქვს ნაზიდი ჩემი მანქანით, ერთი ხელით ვატარებდი და მეორე ხელით მეჭირა ეს ნივთები, რომ არ გადმომვარდნოდა (იცინის). ამ ყველაფრის მიუხედავად, გუშინ ჰამაკში რომ ჩავწექი, მიხვდი, რომ ღირდა, რადგან ჩემი ნაშრომით დავტკბი…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები