LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ახლად დანიშნული მარიტა როხვაძე არატრადიციულ ქორწილს გეგმავს: „მზე, ზღვა და ქვიშა, ჩემი საოცნებო ქორწილი ასეთია…“

2344
მარიტა როხვაძე

გუშინ ინტერნეტსივრცე მოიარა „ქვევრის“ მფლობელის, ლაშა ბასლანძის მიერ გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, როგორ სთხოვეს მარიტა როხვაძეს ხელი. ვიდეოში ასახულია, როგორი ბედნიერია მარიტა თავის რჩეულთან ერთად.

fortuna.ge-მ მასთან გასაუბრება შეძლო.

მარიტა, ვიდეოში ძალიან ბედნიერი ჩანხარ. გილოცავ! შენი დაბადების დღეს აშკარად ძალიან განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან რჩეულმა ხელი გთხოვა. ელოდი ამ ამბავს?

არა, არ ველოდი. ეს სიურპრიზი იყო, მაგრამ ჩვენ კარგა ხანია, ერთად ვართ. ძალიან ბედნიერი ვარ…

ვიდეო: მარიტა როხვაძეს დაბადების დღეზე ხელი სთხოვეს – ემოციური კადრები წვეულებიდან

ვინ არის შენი რჩეული, გაგვაცანი. შოუბიზნესის სფეროსთან აქვს რაიმე კავშირი?

ჩემი რჩეული არის დავით ტაბიძე. ძალიან მიხარია, რომ, ჩვენი სფეროდან არ არის. თავიდანვე, როცა ერთმანეთი გავიცანით, არ იცოდა, ვინ ვიყავი. 4 წლის წინანდელ ამბავს გიყვები, როცა ერთმანეთი გავიცანით. მერე იყო ბევრი კამათი… დაშორება, შერიგება, დაშორება-შერიგება გამოვიარეთ (იღიმის).

„მან თქვა დიახ!!!!“ – მარიტა როხვაძის ხელის თხოვნის კადრები – რას წერს ლაშა ბასლანძე, ვის რესტორანშიც მომღერალს ცოლობა სთხოვეს

როდის ველოდოთ ქორწილს?

თარიღი ჯერ არ ვიცი. სულ მინდოდა, ისეთი ქორწილი მქონოდა, როგორიც წარმომიდგენია,ასე ვთქვათ, ჩემი საოცნებო ქორწილი აუცილებლად ქვიშაზე უნდა გაიმართოს, უნდა იყოს მზე და ზღვა. არა ტრადიციული ქორწილი იქნება ალბათ, ვნახოთ… ქვიშაზე ვიქნები ფეხშიშველი (იღიმის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები