LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ბლინკენი ისრაელში ბრუნდება

148
67077081_6

7 ოქტომბრის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელს მეორედ ეწვევა. ორშაბათს ის კვლავ გაემგზავრება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალურ პირებთან შესახვედრად.

ინფორმაციას CNN-ი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე, მეთიუ მილერზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო მდივანი ამჟამად კაიროში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა ისრაელში, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის შეტევები დაიწყო

ისრაელი სრულ შეტევაზე გადადის, ისინი ამ მომენტს ინანებენ, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც იყო – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები