ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებით დასახლებულ სოფელ ალგეთს ესტუმრა. ალგეთის სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა ახალი წიგნები. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა და ჩაატარა ლექცია თავისუფლებაზე.
მოძრაობა ეკვილიბრიუმის მხარდაჭერით საქართველს რეგიონებში არაერთი ბიბლიოთეკა აღდგა, განახლდა წიგნადი ფონდები, ჩატარდა შეხვედრები და ლექციები აქტუალურ თემებზე. მოძრაობა პანდემიის პირობებშიც აქტიურად აგრძელებს საქმიანობას.