LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ბავშვურია და თამაშია: მდინარაძე „რესპუბლიკელების” განცხადებაზე

116
inbound8099955935070109338

“მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნი, მამუკა მდინარაძე რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას უბარიერო საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, იმ მემორანდუმის მიხედვით, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პარტია მოქალაქეებთან გააფორმა, ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის 3%-იანი ბარიერი ხელში უჭირავს, უფრო ნაკლებისთვის კი მათგან არგუმენტებს ელის.

“მაშინ, როცა უნდა ვლაპარაკობდეთ ჩვენ იმაზე, მოქალაქეების სოციალური პრობლემები როგორ მოვაგვაროთ, მართლაც ძალიან ბევრი საკითხია და ისინი, ერთადერთი, შედარებით, ამ საბოტაჟისგან რასაც აღწევენ, არის ის, რომ მთელი ყურადღება გადააქვთ სხვა საკითხებზე”. – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პარტიები “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი ”არ იზიარებენ „რესპუბლიკელების” პოზიციას ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების მხარდასაჭერად პარლამენტში კენჭისყრაში ერთჯერადი მონაწილეობის შესახებ. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა და ანი მიროტაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრეს.

ვრცლად იხილეთ:

“პოლიტიკურ დახლზე ვაჭრობას არ ვაპირებთ, თუ ამბობ, რომ გაყალბებულია, სად შედიხარ ” -“ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში ერთჯერადად შესვლას მხარს არ უჭერენ