ავსტრალიის მოქალაქის ცხედრის პოვნას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „დღითი დღე თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება“.
მისივე განცხადებით, „თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის, რომლებიც ნამდვილად უსაფრთხოდ ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს, ამიტომ კრიმინალებთან შეხმატკბილებული „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს“.
„დღითი დღე თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება, ვიმეორებ – სიცოცხლისთვის. თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი მხოლოდ კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებაში მყოფ ხელისუფლების ლოზუნგად რჩება.
თბილისი საშიში ხდება თბილისელებისთვის, ჩამოსულებისთვის, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან ჩამოსულებისთვის, ისე უცხოელებისთვის, ტურისტებისთვის.
ფაქტია, თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის, რომლებიც ნამდვილად უსაფრთხოდ ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს.
მათ უსაფრთხოებას წერტილი უნდა დაესვას. თბილისი მშვიდობიანი, კანონმორჩილი ადამიანებისთვის უნდა გახდეს უსაფრთხო!
კრიმინალებთან შეხმატკბილებული ქ. ოცნება ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს.
ასეც იქნება!“, – წერს ნიკა მელია.
მაია დარსმელიძე: კიდევ რამდენი მსხვერპლი დარჩა, იმ სისხლიან ცხრა წელს რომ “გაუთანაბრდეს”?!
შსს ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს