ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები დღეს საბერძნეთს შეხვდება.
პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ დამფუძნებელი ნიკა მელია ისტორიულ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დღეს უნდა ახდეს ჩვენი 30 წლიანი ოცნება, უნდა გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე, შანსი აღარაა, ეს შესაძლებლობაც ხელიდან გავუშვათ . წარმატებები ბიჭებს.
P.S. დღეს ვინც TV – ში და სოც. მედიაში პოლიტიკაზე ისაუბრებს – არჩევნებზე ბარიერი ვერ გადაელახოს“.- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.