LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს 74 წელი შეუსრულდა, აქედან 49 წელია რაც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს – ნიკა მელია მამას დაბადების დღეს ულოცავს

110
ნიკა მელია - ანზორ მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში მამას ანზორ მელიას დაბადების დღეს ულოცავს. როგორც მელია წერს, მის მამას 74 წელი შეუსრულდა, თუმცა აქედან 49 წელია ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

ნიკა მელიას თქმით, სწორედ მისგან ისწავლა როგორ უნდა იყო პრინციპული, მოტივირებული არამოტივირებულ გარემოშიც კი და როგორ უნდა გჯეროდეს წარმატების მაშინაც კი, როცა ამის შენს გვერდით ბევრს არ სჯერა!

„დღეს 74 წელი შეუსრულდა, აქედან 49 წელია რაც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მთელი ეს წლები თავდაუზოგავად ემსახურება ხალხს. თავის თავისთვის, ჩვენთვის – ოჯახისთვის ნაკლებად ეცალა, სულ პაციენტებთან, სულ კლინიკაში იყო, პაციენტების ცხოვრებით ცხოვრობდა და ცხოვრობს.

იშვიათად, ისიც გვიან ღამით ვხედავდი სახლში, მაგრამ მიუხედავად ამისა, უამრავ რამეს ვსწავლობდი მისგან – უშუალოდ მისი ძალისხმევით, ან მის გარეშე – უბრალოდ მისი შემყურე – მის მაგალითზე.

მისგან ვისწავლე, როგორ უნდა იყო პრინციპული, როგორ უნდა იყო მოტივირებული არამოტივირებულ გარემოშიც კი და როგორ უნდა გჯეროდეს წარმატების მაშინაც კი, როცა ამის შენს გვერდით ბევრს არ სჯერა!“, – წერს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები