Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“დედა, სათამაშოც მინდოდაო და დედამ პირზე მიაფარა ხელი… მგონი უნდა დავიწყოთ ასე – ,,ბოდიში, სახლში დარჩი… – გიორგი კეკელიძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედა, სათამაშოც მინდოდაო და დედამ პირზე მიაფარა ხელი… მგონი უნდა დავიწყოთ ასე – ,,ბოდიში, სახლში დარჩი… – გიორგი კეკელიძე

116
Capture

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვყენებს, და იმ გაჭირვებულ ოჯახებზე საუბრობს, ვისთვისაც კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითრების პირობებში სახლში დარჩენა ძალიან რთულია.

“დედა, სათამაშოც მინდოდა!”
მთელი ღამე მაწვალებდა და უნდა დამეწერა:
ეს დღეებია, ხან გურიაში და ხან თბილისში, ჩემი მწირი შესაძლებლობით, ვცდილობ დავეხმარო ადამიანებს, ვისაც ძალიან უჭირს. ეს საქები საქმე არ არის – ვალდებულებაა ნებისმიერის, ვისაც რომ ამის მცირე უნარი მაინც აქვს. ჰოდა, ვუყურებ ამ ხალხს, ვუყურებ და გაცილებით მძაფრად ვგრძნობ, რაც აქამდეც თითქოს ზუსტად ვიცოდი – ფრაზა #დარჩისახლში ძალიან, ძალიან განსხვავდება. მათი და ჩვენი. ისინი ტელევიიზით უცქერენ მხიარულ სახეებს რიხიანი მოწოდებით, რომელთა შორის მეც ვარ და ტელევიზორის გამორთვის მერე, შიშით გახედავენ ცარიელ კარადას, მოფართხალე მრიცხველს, მშიერ ბავშვებს და ავადმყოფ მოხუცებს. მათი ,,დარჩი სახლში” სხვა ,,დარჩი სახლშია”. ლამის მეც კი, საშინელი ოთხმოცდაათიანების პირმშოს, თურმე დამავიწყდა და სხვაგან გადავსახლდი. ჰოდა, გუშინ, როცა მუხიანში, რაღაც მიშენებიდან, საშინლად გამხდარი ქალი, მორცხვად გამოვიდა ორი პატარათი და ერთმა დაიძახა: დედა, სათამაშოც მინდოდაო და დედამ პირზე მიაფარა ხელი – საშინლად შემრცხვა. ჩემი მხიარული სიტყვების გამო, სადაც ამ ადამიანებს მოვუწოდებდი. და სხვების გამოც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ,,არც ისე ცუდია”, რომ ,,არდადეგებს ჰგავს” და სხვანი და სხვანი. განა აზრი შევიცვალე – ვიცი, რომ ახლა გარდაუვალი და ყველაზე ზუსტი მოწოდებაა. უბრალოდ, მგონი რომ ფრაზა უნდა დავიწყოთ ასე – ,,ბოდიში, სახლში დარჩი..”
მე რაც შემეძლება, ისევ გავაკეთებ – დღესაც ორ ოჯახში მივდივარ, იმ ბავშვსაც მივუტან სათამაშოს, მაგრამ ეს გზავნილი უფრო ხვალისაა – ხვალ ჩვენ უფრო მეტად დაგვჭირდება ერთმანეთის შემჩნევა.
თქვენი”- წერს გიორგი კეკელიძე.