LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დათო ტურაშვილს აქვს ერთი ნაკლებად ჩვენებური თვისება, ამისთვის მას აუცილებელი მადლობა ეკუთვნის“ – გიორგი კეკელიძე

590
Untitled design

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მწერალ დათო ტურაშვილს საჯარო მადლობას უხდის.

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, რომ დათო ტურაშვილს აქვს გამორჩეული თვისება – სხვა ავტორის შესახებ აღფრთოვანებით ისაუბროს:

„დათო ტურაშვილს აქვს ერთი ნაკლებად ჩვენებური თვისება – ბორძიკის გარეშე და ხანაც აღფრთოვანებით ილაპარაკოს სხვა ავტორის შესახებ.

პირველ კურსზე ვიყავი, როცა ჩემი ლექსების რვეული წაიღო და ლამის მთელი გადაცემა მომიძღვნა რადიოში.

ეს საქმე ძალიან დასაფასებელია, მაგრამ როცა უცნობ ადამიანს ეხება, შედარებით იოლი – სხვადასხვა მიზეზის გამო. უფრო რთული მაშინაა, როცა შენი კოლეგა პოპულარულია. უფრო რთული სხვებისთვის, თორემ დათოსთვის სრულიად ბუნებრივი – ეს არაერთხელ დაუდასტურებია და გუშინაც ცხადი იყო ხვიჩაზე წიგნზე ლაპარაკისას. ამისთვის მას აუცილებელი მადლობა ეკუთვნის“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

 

დათო ტურაშვილს აქვს ერთი ნაკლებად ჩვენებური თვისება – ბორძიკის გარეშე და ხანაც აღფრთოვანებით ილაპარაკოს სხვა ავტორის…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on კვირა, 16 ივლისი, 2023

 

„მთელი ევროპა გაოგნებულია.. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომლის ახალგაზრდულ ნაკრებსაც ამდენი ქომაგი ჰყავს, კაცს რომ ცრემლი მოადგება წაგების გამო, ის არის ღირსეული ქართველი“ – დათო ტურაშვილის ემოციური მიმართვა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები