LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასუბსიდირდება ტარიფებს შორის სხვაობა იმისთვის, რომ ეს მოქალაქეებს ტვირთად არ დააწვეთ: მდინარაძე გაზრდილ ტარიფებზე

63
FORTUNA.GE- (1)

“გამოცხადდა ხელისუფლების გადაწყვეტილება – დასუბსიდირდება ტარიფებს შორის სხვაობა იმისათვის, რომ ეს მოქალაქეებს ტვირთად არ დააწვეთ.” – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ტარიფის გადახედვა მოულოდნელი არ იყო და პროექტი დამტკიცებამდე დაზუსტდება.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მოქალაქეებისთვის აუცილებელია, ბიუჯეტში გაწერილი იყოს გარანტია, რომ ტარიფებს შორის სხვაობა დასუბსიდირდება:

“აღნიშნული პროექტის დამტკიცებამდე დაზუსტდება. არ იყო სიურპრიზი, რომ ტარიფის გადახედვა მოხდებოდა. თქვენ იცით, რომ სამი წლის განმავლობაში ტარიფი არ იყო გადახედილი. მოგეხსენებათ, რომ ეს ვალდებულებაა და დღეს უკვე ახალი ტარიფები გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით, გამოცხადდა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ დასუბსიდირდება ტარიფებს შორის სხვაობა იმისათვის, რომ ეს მოქალაქეებს ტვირთად არ დააწვეთ.

როგორც აღმოჩნდა, აბონენტების 90 %-მდე 300 კვტ-ზე ნაკლებს მოიხმარენ და ეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. ასევე, სოციალურად დაუცველზე დასუბსიდირდება სხვაობა წყლის ტარიფების, აგრეთვე პირველადი მოხმარების პროდუქტების, რომ აქაც მოქალაქის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.” – თქვა მდინარაძემ.

როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა, 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის დასუბსიდირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები