ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია სულ მცირე 2 315 ადამიანი.
დაშავებულთაგან 23-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 340 ადამიანი მძიმედაა დაშავებული, 449 საშუალო სიმძიმის, 1 233 კი მსუბუქ მდგომარეობაშია. ამასთან, 56 პირი მკურნალობს მძიმე შფოთვის გამო და 202 კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა
დაღუპულთა რიცხვი ამ დროის მონაცემებით 700-ზე მეტია, მაგრამ ისრაელის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ რიცხვი გაიზრდება.
„სოლიდარობა ისრაელს!“ – თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა