LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ: დენის შმიგალი

70
Untitled design (4)

“დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა ეს მხოლოდ დროის საკითხია, ჩვენი მხრიდან, საქართველოს და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამისთვის საჭირო კრიტერიუმს მიაღწიონ.” – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, შმიგალმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ კავშრებსა და სტრატეგიულ ურთერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და პარტნიორობით დასტურდება.

“დღევანდელი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ემაყრება, პირველ რიგში, უკრაინის და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.

დარწმუნებული, ვარ ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა ეს მხოლოდ დროის საკითხია, ჩვენი მხრიდან, საქართველოს და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამისთვის მიაღწიონ საჭირო კრიტერიუმს.” – აღნიშნა შმიგალმა.

მან ისაუბრა იმ პოზიციების, ქმედებებისა და ხედვების შესახებ, რომლებიც აღმოსავლეთ პარტიორობის შემდგომ განვითარებას უკავშირდება:

“რამდენიმე კვირის წინ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ შექმნეს “ასოცირებული ტრიო”, რომელიც, ერთის მხრივ, ხაზს უსვამს ევროპულ მისწრაფებებს ჩვენი ქვეყნების და მათ ამბიციებს, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. მეორე მხრივ, იძლევა საშუალებას, უფრო ეფექტურად მოემზადონ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, კერძოდ რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებთან უფრო დიდი ყურადღების გამახვილება.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ უკრაინას და საქართველოს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით.” – თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, შმიგალმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ კავშრებსა და სტრატეგიულ ურთერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და პარტნიორობით დასტურდება:

“ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთობა ჩვენს ხალხებს შორის უფრო დიდ იმპულსს იძენს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ქვეყნების ბიზნესისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. უკრაინა-საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით.” – განაცხადა დენის შმიგალმა.

მან ირაკლი ღარიბაშვილს ტრადიციული სტუმართმასპინძლობისთვის, მეგობრული და კონსტრუქტიული ატმოსფეროსთვის მადლობა  გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა და რაც მისი თქმით, ორმაგად სასიამოვნოა.

შმიგალმა უკრაინის ხალხის სახელით, ქართველ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება უსურვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები