LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამოუკიდებლობა ყოველდღიური ვარჯიშია“ – გიორგი კეკელიძე 26 მაისთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს

194
Untitled design (38)

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე ლექცია წაიკითხა.

მისი თქმით, ლექციის პათოსი იყო „ევროპის დაბრუნება საქართველოში”.

„დღეს რუსთაველზე ლექცია წავიკითხე. თუ ზოგად სათაურად მოვნიშნავთ, ამ პათოსისა იყო – „ევროპის დაბრუნება საქართველოში”. ევროპის, რადგან საქართველო არსად არ გაქცეულა საკუთარი სურვილით – სისხლით მოწყვიტეს სივრცეს, რომელთანაც ანტიკური და ქრისტიანული წარსული კრავდა, რომელთანაც გრიგოლ ხანძთელი და შოთა რუსთაველი, დავით გურამიშვილი და სულხან–საბა ორბელიანი, სოლომონ დოდაშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე და ივანე მაჩაბელი, მარო მაყაშვილი და ივანე ჯავახიშვილი აკავშირებდა – ეს ყველა დროის უდიდესი ქართველები აკავშირებდა და ჩამოსათვლელი რომ უფრო გრძელია – ვიცი. მოწყვიტეს და ზოგი უცნაური ადამიანი დღესაც გვაჯერებს, რომ კრემლის საზარელი ჩრდილია ჩვენი აუცილებელი სახურავი. დანაშაულებების გრძელი სია რომ არ ჩავიკითხოთ, მხოლოდ ეს ამბავი უნდა გვეყოს დაფიქრებად – ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორი მთავარი თავმჯდომარე – დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე ვინ მოკლა, რატომ და როდის.

დამოუკიდებლობა ყოველდღიური ვარჯიშია – აზრის და ფიქრის – უნდა გვახსოვდეს. ამიტომაც ეს დღე – ზეიმის გარდა, შეხსენების დღე უნდა იყოს, შეხსენების საკუთარი თავებისთვის, რომ მისი გამოცხადებიდან სულ რაღაც სამ წელში ქართველივე შემოუძღვა ბოლშევიკურ არმიას, ჩვენი ქვეყნის დასარბევად და დასამონებლად – ვაი, რომ დიდი ხნით.
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ყველას!“ – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

 

დღეს რუსთაველზე ლექცია წავიკითხე. თუ ზოგად სათაურად მოვნიშნავთ, ამ პათოსისა იყო – ,,ევროპის დაბრუნება საქართველოში”….

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on Friday, May 26, 2023

 

სად რა ღონისძიება გაიმართება 26 მაისის აღსანიშნად – იხილეთ პროგრამა 

„ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე“ – წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

„ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს.. ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს“ – პრეზიდენტი

როგორ ულოცავს ზელენსკი ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს: „დარწმუნებული ვარ, უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას“ 

„საქართველო ირჩევს ევროპას“ – მსვლელობის პარალელურად, პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები