ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნიკა მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ, სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, კობახიძემ ნიკა მელიას საქმეზე კომენტირებისას ასევე თქვა, რომ ენმ-ს თავმჯდომარე კანონს უნდა დაემორჩილოს.
„მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას“, – განაცხადა კობახიძემ.