LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაასრულეთ კოჰაბიტაცია! – ირმა ზავრადაშვილი ღარიბაშვილს

168
ირმა და პრემიერი

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერს უსმენენ, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვა.

თავის გამოსვლაში უმრავლესობის წევრმა 20 ივნისის აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული მომავალი 4 მილიონი ქართველის სურვილია.

„ბატონო ირაკლი, მე თქვენთან გზავნილები მაქვს. ხალხის სახელით რომ ილაპარაკო, ხალხთან ყოველდღიური კომუნიკაცია უნდა გქონდეს. ევროპულ ოჯახში გაერთიანება 100 ათასი და 180 ათასი კაცის კი არა, 4 მილიონი ადამიანის სურვილია და ზუსტად ვიცით, რომ ეს მალე მოხდება იმიტომ, რომ ეს სურვილი არც დღეს დაბადებულა და არც ამ საუკუნეში.

ქართველი ხალხის ძალიან დიდი ნაწილი 85% ამაზე ოცნებობდა, ბევრი ადამიანი იდგა იმ აქციაზე და ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი იყო, რომელიც გავიდა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ეს სურვილი დაედასტურებინა, მაგრამ არანაკლები ხალხის გზავნილი მინდა გითხრათ – დაასრულეთ კოჰაბიტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ესენი ასე უზრდელურად გააგრძელებენ ამ ქვეყნის მავნებლობას.

ეს არის მართლა ხალხის სურვილი და გადმოგცემთ ამ გზავნილს“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

იხილეთ, პარლამენტში დღეს გაკეთებული განცხადებები ვრცლად: 

„დაგატოვებინებთ დარბაზს“ – პრემიერის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო

“წამალი დალიე, დამშვიდდები, საცოდავი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი… შენ ჩაგაბარებ ანგარიშს კიდევ..” – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

ღარიბაშვილი: იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი

„ბატონი ბიძინა არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს, განმარტება მაინც იცოდეთ…“ – პრემიერმა დეპუტატებს ოლიგარქის მნიშვნელობა “განუმარტა”

“ყველა სამკურნალოა, სასწაულია… წამალი დალიე, დამშვიდდები, საცოდავი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი… შენ ჩაგაბარებ ანგარიშს კიდევ..” – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

„ცოლს ტყე არ უნდა აჩუქოო, ამას ხომ არ ჩაგიწერდნენ“ – ხაბეიშვილი პრემიერს

მადლობა თმენისთვის, მოხსენებისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის – ვინ და რატომ გადაუხადა მადლობა პრემიერს

დღეს „დეპოლარიზაციის კლასიკა“ ვიხილეთ – მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები