შატილში მცხოვრები ხელოვანი მარგარეტ დაიაური ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობას იწყებს.
ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მარგარეტი საქართველოს მთიანი სოფლების შესახებ რადიო-რუბრიკას გაუძღვება:
„დღეს ჩვენს გუნდს ხევსური მარგარეტ დაიაური შემოუერთდა.
მარგარეტი შატილში ცხოვრობდა და წლობით ასწავლიდა, ის ეროვნული ბიბლიოთეკის რადიოს გუნდის წვერი იქნება და გაუძღვება რუბრიკას „მთის ხმა“ – საქართველოს მთიანი სოფლების შესახებ“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
დღეს ჩვენს გუნდს ხევსური მარგარეტ დაიაური შემოურთდა.
მარგარეტი შატილში ცხოვრობდა და წლობით ასწავლიდა, ის ეროვნული…Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on ორშაბათი, 26 ივნისი, 2023