Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ჩვენ ვეხმარებით ყველას, მაგრამ პრიორიტეტს მცირეწლოვანი შვილების ოჯახებს ვანიჭებთ.. მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ ასეთი ოჯახებისთვის ავიაბილეთის ფასი იყოს ოპტიმალური“ – ლაშა ჟვანია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ვეხმარებით ყველას, მაგრამ პრიორიტეტს მცირეწლოვანი შვილების ოჯახებს ვანიჭებთ.. მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ ასეთი ოჯახებისთვის ავიაბილეთის ფასი იყოს ოპტიმალური“ – ლაშა ჟვანია

192
ლაშა მზა

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობას კომპანია „ჯორჯიან ეარვეისთან“ აქვს მოლაპარაკებები, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთების ფასი იყოს ფიქსირებული.

საკითხზე მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ 200 ევროს არ უნდა გადააჭარბოს ბავშვის ბილეთმა.

მცირეწლოვანი შვილის მშობლის შემთხვევაში 250 ევროს არ გადააჭარბებს.

ეს არის თვითღირებულებაზე ნაკლები ფასი, რაზეც „ჯორჯიან ეარვეისთან“ მოდის მოლაპარაკებაზე და შეიძლება ეს გაკეთდეს.

ბოლო სამი დღის განმავლობაში საელჩოში შემავალი სატელეფონო ზარები კონცენტრირებულია საქართველოში გამგზავრების სურვილთან.

საქართველოს მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მაღალი მოთხოვნის გამო დამატებითი ავიარეისები დაინიშნოს.

ლაშა ჟვანია – ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციისგან, რაც ჩვენს მოქალაქეებში პანიკურ ქმედებებს იწვევს

ჩვენ ვეხმარებით ყველას, მაგრამ პრიორიტეტს მცირეწლოვანი შვილების ოჯახებს ვანიჭებთ და შემდგომ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

როდესაც ამ სიას ამოვწურავთ, შემდეგ სხვა მოქალაქეების გამგზავრებაზე გადავალთ.

საელჩოს მოქალაქეებისთვის ბილეთის შეძენის რესურსი არ აქვს. მთავრობის გადაწყვეტილებით, საელჩოს შეიძლება ჰქონდეს რესურსი დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი არ აქვთ.

„აღარ არის პრაქტიკულად არც ერთი მიმართულებით კომერციული ავიარეისები. საქართველოს მიმართულებით ეს ფრენები არ შეწყვეტილა და ეს არის დასაფასებელი,“– განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

„ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, თითქოს ელჩმა ისრაელი დატოვა. აქ ვართ და სხვაგვარად არც იქნება – ნუ შეშინდებით, გაივლის ეს რთული პერიოდი და ყველაფერი კარგად იქნება“ – ლაშა ჟვანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები